www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ლაბლაინი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

შპს "ლაბლაინი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

შპს "ლაბლაინი" წარმოადგენს თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებების, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიის ადგილობრივ წარმოებასა და დისტრიბუციას.

ძირითადი მოთხოვნები:

** RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ის კარგი ცოდნა სავალდებულოა);
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა და ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება-დამუშავება;
** პირველადი დოკუმენტაციის შექმნა და საგადასახადო პორტალზე ატვირთვა;
** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება;
** ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი : - 10:00- 19:00

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ლოგიკური აზროვნება;
** სწავლის, პროფესიული განვითარების სურვილი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება:

გამოსაცდელი ვადის პერიოდში (1 თვე) 400-ლარი, შემდეგ 450.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@labline.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
შპს ლაბლაინი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |