www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავალი ნაწილის ტექნიკოსი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას სავალი ნაწილის ტექნიკოსის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისში შემოსული ავტომობილების შემოწმება/დიაგნოსტიკა;
** სერვისში შემოსული ავტომობილების შეკეთება მოთხოვნის შესაბამისად;
** "ტოიოტა"-ს ხარისხის სტანდარტების დაცვა სამუშაოების შესრულებისას;
** პირადი სამუშაო ინვენტარის მოვლა;
** სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი;
** უშუალო უფროსის დროული ინფორმირება შეფერხებებისა და დამატებითი სამუშაოების შესახებ;
** სერვის-მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საავტომობილო სერვისის სფეროში;
** საავტომობილო სფეროს საფუძვლიანი ცოდნა;
** დროის მართვის გამოკვეთილი უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/642 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |