www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: IT Craft
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

"ITCraft"-ი (http://itctaft.ge/) აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი,
სამუშაო გრაფიკი: სრული

"ITCraft" გახლავთ IT სფეროში ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოსა და უცხოურ ბაზარზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** პროგრამების, ანტივირუსების და ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** ქსელური საკაბელო სისტემის უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ქსელის მხარდაჭერა;
** პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია;
** რადიო-სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ვიდეო-მონიტორინგის სისტემის ადმინისტრირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** კომპიუტერული ტექნიკის აღრიცხვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** მსგავს სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა
** Windows-ის ოპერაციული სისტემის სრულყოფილი ცოდნა
** ორგანიზატორული უნარები სხვადასხვა კომპლექსური საკითხების გადასაწყვეტად.

საჭირო პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** ორგანიზებულობა
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@itcraft.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |