www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სპეცტექნიკის მძღოლი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას სპეცტექნიკის მძღოლის პოზიციაზე, პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტრანსპორტი;
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1200 ლარიდან 1500 ლარამდე (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

ფუნქციები-მოვალეობები:

** უზრუნველყოფს მასზე მიმაგრებული სპეცტექნიკის მართვას, ოპერირებას და მასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებას;
** უზრუნველყოფს სპეცტექნიკის მუდმივად გამართულ მდგომარეობაში ყოფნას და უსაფრთხოების წესების დაცვას;
** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** მართვის მოწმობა (B, C კატეგორია) + სპეციალიზირებული მოწმობა სპეცტექნიკის სამართავად;

პასუხისმგებელია:

** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე.

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პროფესიონალიზმი;
** სამუშაოს შესრულებისას შედეგზე ორიენტირების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სპეცტექნიკის მძღოლის", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება. აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |