www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი/სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: ბიდი პლუსი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

შპს ბიდი პლიუსი წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ტუალეტისა და სამზარეულოს ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).

კომპანია მეშვიდე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთის და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს პრისეილერის (სავაჭრო აგენტის) ვაკანსიას ქუთაისში.

პირობები:

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი
8:30-18:00 სთ.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე.
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.
** ქონებრივი უზრუნველყოფა (მანქანით).

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელის მართვა.
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
** შეკვეთის აღება, მიწოდება ოპერატორთან პროგრამის მეშვეობით.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 16 ივლისის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |