www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-დამპროექტებელი, ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ნოკი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

კომპანია "ნოკი" აცხადებს ვაკანსიებს სემდეგ თანამდებობებზე:

1. საცურაო აუზების სისტემების ინჟინერ-პროექტანტი

კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, შეასწავლოს პრეტენდენტს პროექტირება და სამუშაო სპეციფიკა, თუკი მას გააჩნია საბაზისო საინჟინრო განათლება, მუშაობის გამოცდილება და არის მონდომებული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ზედამხედველობა;
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
** ტექნიკური პერსონალის კონსულტირება. მათი მუშაობის კოორდინირება.
** სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
** პროექტისთვის საინჟინრო ნახაზების და გაანგარიშების მომზადება
** პროექტში დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო განხრით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Office).
** ArchiCAD/AutoCAD პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** უცხო ენის საბაზისო ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მენეჯმენტი.

2. ბუღალტრის თანაშემწე

ძირითადი ვალდებულებები:

** სალაროში არსებული ფულადი სახსრების დათვლა/კონტროლი და ყოველდღიური შედარება ბუღალტრული პროგრამის მონაცემებთან;
** შემოსავლის და გასავლის ორდერების გატარება პროგრამაში;
** ყოველი თვის ბოლოს პროგრამისა და ერესის (RS.GE) მონაცემების შედარება;
** კომპანიის კლიენტებისთვის შესაბამისი ინვოისის მომზადება.
** საბუღალტრო გატარებები
** ყოველდღიურად თანხების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელი პირისათვის.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საფინანსო, აღრიცხვის მიმართულებებით;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მინიმუმ სამუშაო გამოცდილება.
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა.

სტაჟირების პერიოდი: 3-6 თვე.
სამუშაო პერიოდი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-17:00.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: infonoki2@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |