www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ლისი პანორამა
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

ამხანაგობა "ლისი პანორამა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ამხანაგობის საწევრო თანხების აკრეფის ორგანიზება და ვადების კონტროლი;
** ამხანაგობისთვის რეპორტების მიწოდება;
** ამხანაგობის მიერ მისაღები გადაწყვეტილებების ინიცირება, განსახილველად გამოტანა, განხილვის ორგანიზება, გადაწყვეტილების გაფორმება და მისი შესრულება (კონტროლი);
** კომუნიკაციების მოვლა-პატრონობა და მათი გამართული მუშაობის კონტროლი;
** გრგ-ს საზღვრებში შემავალი ტერიტორიების მესაკუთრეებთან და ამხანაგობის წევრებთან კომუნიკაცია;
** დაქირავებული კომპანიების (პირების) მუშაობის ხარისხის კონტროლი;
** გზის და საერთო მოხმარების საკომუნიკაციო კვანძების მშენებლობის საკითხებზე მუშაობა;
** კომუნიკაციებზე (დენი, გაზი, წყალი, კანალიზაცია და ა.შ) ახალი დაერთებების ორგანიზება, კონტროლი;
** გრგ-ს დარღვევით მიმდინარე მშენებლობებზე, ნებართვებზე და ა.შ. რეაგირება.
** გრგ-ს მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
** კომუნიკაცია სახელმწიფო ორგანიზაციებთან (სტრუქტურებთან) და კერძო პირებთან;
** ამხანაგობის გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანა.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (ელ. ფოსტა, ვორდი, ექსელი) მინიმალური ფლობა;
** კარგი კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დავალებების შემჭიდროვებულ ვადებში მოგვარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

** ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (ნეტ);
** ულიმიტო სასაუბრო დრო.
** მისამართი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, ცაცხვების ქუჩა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00).
** საგამოცდო პერიოდი: 4 თვე.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია/CV ფოტოსურათით (3x4), შემდეგ მისამართზე: amkhanagobalisi@yahoo.com და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |