www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამაცივრე მეურნეობის მენეჯერი
მომწოდებელი: აგრითაჩი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

შპს "აგრითაჩი" აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე მეურნეობის მენეჯერის თანამდებობაზე სოფელ ჯუმათში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

ძირითადი მოვალეობები:

** სამაცივრე მეურნეობის ხელმძღვანელობა: სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მისი კონტროლი (პროდუქციის მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების ჩათვლით);
** მიღებული და გაცემული პროდუქციის აღრიცხვა და კონტროლი;
** სამაცივრე საწყობში პროდუქციის სწორად გადანაწილება/განლაგების კონტროლი;
** კლიენტებთან ურთიერთობის გაწევის კოორდინირება და მონიტორინგი;
** სამაცივრე მეურნეობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ახალი კლიენტების მოზიდვა სამაცივრე მეურნეობის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის;
** სამაცივრე მეურნეობაში სურსათის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: eka@agritouch.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |