www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Helix Nebula Capital
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

საინვესტიციო კომპანია "Helix Nebula Capital" ინტერნეტ მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ადგილობრივ ბაზარზე.

სამუშაო პირობები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ანაზღაურება 1000 ლარი (ხელფასი + ბონუსი)
** სრული სამუშაო განაკვეთი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს - 15:00 საათამდე; შესვენება 1 საათი (დასვენების დღე კვირა).

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურ შეკვეთებზე მომწოდებლებთან ნივთების შესყიდვა და კურიერებისთვის ინფორმაციის გადაცემა
** პროდუქციის გადაცვლების და დაბრუნებების მონიტორინგი
** შესყიდვების დროს ასაღები ფასების კონტროლი
** ფინანსურ დეპარტამენტთან ყოველდღიური კონტაქტი მომწოდებლებთან შესყიდვების განსახორციელებლად
** მარაგში ამოწურული ნივთების შემცვლელების მოძებნა
** გაყიდვების განყოფილებასთან აქტიური კომუნიკაცია ნივთების მარაგებთან დაკავშირებით
** საკურიერო კომპანიასთან კომუნიკაცია, გასაცემი ნივთების რეესტრის მომზადება/გადაცემა, გაგზავნილი ნივთების თრექინგის შემოწმება საჭიროების შემთხვევაში
** შეკვეთილი ნივთების აღრიცხვა ყოველდღიურად
** მომწოდებლებისგან ფასის სიის მუდმივი გამოთხოვა განახლების მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ლოჯისტიკის, შესყიდვების მიმართულებით, ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** CRM თან მუშაობის გამოცდილება
** რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@helixnebulacapital.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |