www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ბაიერი
მომწოდებელი: ჩემი სახლი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

"ICR ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 700-მდე თანამშრომელი ჰყავს. "ICR ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების და ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

შპს "ჩემი სახლი" აერთიანებს ავეჯის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "კარე", "მობლერი", იტალიური საგამოფენო დარბაზი.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავეჯის პროექტის მიმართულებით უმცროსი ბაიერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** პროდუქციის შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** შეკვეთილი პროდუქციის მონიტორინგი წარმოების და ტრანსპორტირების ეტაპებზე;
** მიღებული პროდუქციის ფასწარმოქმნაში მონაწილეობის მიღება;
** მიღებული პროდუქციის გაყიდვის მონიტორინგი და ანალიზი.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: vacancymyhome@icr.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი ბაიერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |