www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტის მენეჯერი, გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მოპედ დეპო
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

მოპედ დეპო, ის კომპანია, რომელიც მესამე წელია რაც საქართველოში სკუტერებს, როგორც ყველაზე პოპულარულ სატრანსპორტო საშუალებას ნერგავს. ჩვენ მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებით ვამარაგებთ ქვეყანას, როგორებიცაა SYM, Lambretta, Givi, Shad, BHR და ა.შ. ჩვენ ყოველდღიურ ზრდასთან ერთად გვჭირდება გუნდის ახალი წევრები, ვინც კომპანიის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას. ამჯერად ვაკანსია გვაქვს ორ პოზიციაზე:

1. პროდუქტის მენეჯერი:

ძირითადი მოვალეობები:

** 20-მდე სხვადასხვა ბრენდის მართვა
** ბაზრის ანალიზი
** ბრენდების შერჩევა
** მარაგების მართვა
** შეკვეთების განხორციელება
** ლოჯისტიკური ნაწილის სრული ციკლის მართვა

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** ენერგიული
** მოტივირებული
** პასუხისმგებლიანი
** მოწესრიგებული
** რაც მთავარია უნდა უყვარდეს სკუტერები

სამუშაო გამოცდილება:

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა პრიორიტეტულად

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი გამოცდილებიდან გამომდინარე + საკმაოდ აგრესიული საბონუსე სისტემა

2. გაყიდვების კონსულტანტი:

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
** მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა
** მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობის მიღება
** პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად
** კონტაქტი ბანკებთან თუ სხვა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან განვადებებისა და გაყიდვების მიმართულებით

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** თავაზიანი
** ორგანიზებული
** აქტიური
** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი

მოპედის ტარების ცოდნა და ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება პრიორიტეტად.

ანაზღაურება: აქაც გამოცდილების და განაკვეთის მიხედვით ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: r.tkeshelashvili@mopeddepot.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |