www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ვეტ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

"Vet House" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. მოლარე-კონსულტანტი

კომპანიის საქმიანობა: ვეტერინარული პროდუქციის და მედიკამენტების რეალიზაცია.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ად. მიცკევიჩის ქ. 70; ნ. ყიფშიძის ქ. 7
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 20 ლარი დღეში + ბონუსი.
სამუშაო საათები: 11:00-დან 21:00-მდე
დასვენება: კვირაში ორი დღე.

განიხილება კანდიდატურა 21 წლიდან.

მოვალეობები:

** საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციები (სალარო, საბანკო ტერმინალი)
** მაღაზიაში პროდუქციის მიღება, ფასების ცვლილება და აღწერები, სისუფთავის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** პროფესიული ან ბაკალავრის განათლება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია)
** კომუნიკაბელურობა, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: assistantvethouse@gmail.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 15 ივლისი.

2. გაყიდვების სუპერვაიზერი

კომპანიის საქმიანობა: ვეტერინარული პროდუქციის და მედიკამენტების რეალიზაცია.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ად. მიცკევიჩის ქ. 70; ნ. ყიფშიძის ქ. 7
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი + ბონუსი.
სამუშაო საათები: 11:00-დან 21:00-მდე
დასვენება: კვირაში ორი დღე.

განიხილება კანდიდატურა 21 წლიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიების მოლარე-კონსულტანტებთან და მეპატრონეებთან საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება;
** პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** ობიექტების გეგმიური შემოწმება;
** ობიექტებში გაყიდვების პროცესის და მისი გაყიდვების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
** ობიექტებში შესაბამისი რაოდენობის პროდუქციის მარაგის არსებობის უზრუნველყოფა;
** ობიექტებიდან შეკვეთების მიღება და დროული მიწოდება;
** ობიექტების მერჩენდაიზერების საქმიანობის კონტროლი;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შესაბამისი სპეციალიზაცია)
** მსგავს სფეროში გამოცდილება - 1 წელი;
** კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: assistantvethouse@gmail.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.

3. დამლაგებელი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 25 ლარი დღეში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, 10:00-დან 19:00-მდე, კვირის დღეებში, მონაცვლეობით

მოვალეობები:

** კლინიკის დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება
** რაიმე გაუმართაობის შემთხვევაში მენეჯერის საქმის კურსში დაუყოვნებლივ ჩაყენება;
** უსაფრთხოების წესებისა და ობიექტის რეგულაციების დაცვა;
** დასუფთავების ხელსაწყოებისა და ელექტრო მოწყობილობების გამოყენება;
** სველ წერტილებში საჭირო ნივთების განაწილება და ნაშთების კონტროლი;
** დასუფთავებისათვის საჭირო სპეციალური ხსნარების გამოყენება.

მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმეზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: assistantvethouse@gmail.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |