www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

"ბენე ჯგუფი" კიდევ ერთი ახალი კომპანიით იწყებს ბაზარზე პოზიციონირებას.

"ბენე კომფორტი" საცხოვრებელი კორპუსების და კომპლექსების სრულ მომსახურებას სთავაზობს ბინადრებს. კომპანიის მისიაა ახალი სტანდარტების დანერგვა ქართულ ბაზარზე და მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მომხმარებელს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები შევთავაზოთ სხვა სერვისებთან ერთად, რაც მათ მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის საცხოვრებელ გარემოში.

კომპანია "ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ბათუმში დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საცხოვრებელი კორპუსების საერთო სარგებლობის ფართების დასუფთავება;
** საცხოვრებელ კორპუსებში კონკრეტული ბინების დალაგება კომპანიის სტანდარტისა და დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად;
** გასაღებების მიღება-ჩაბარებების უზრუნველყოფა;
** ქიმიური საშუალებების მარაგებზე მონიტირინგი და უშუალო ხელმძღვანელისთვის დროულად ინფორმაციის მიწოდება;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** დალაგებისთვის საჭირო ინვენტარის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა და დაზიანების შემთხვევაში დროული რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სისწრაფე;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Info@Benec.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |