www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: სექტორი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

დეველოპერული კომპანია "სექტორი" ორიენტირებულია სივრცით განვითარებაზე, რაც მოიცავს თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობილ ხარისხს, ეკოლოგიას, კომფორტს, უსაფრთხოებას. კომპანია წარმოადგენს 100%-ით ქართულ კაპიტალს.

კომპანიის მთავარი პრინციპებია:

** საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა
** ნდობა
** ხარისხი
** პროექტების სწრაფი განხორციელება

დეტალური ინფორმაციისთვის:

https://www.facebook.com/pg/geosectors/about/
http://www.sc.ge/

"სექტორი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა-ბიუჯეტირება მენეჯერთან ერთად;
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების განხორციელება, კოორდინირება;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების მონიტორინგი;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა, ანალიზი;
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მარკეტინგული აქციების შემუშავება/ორგანიზება გუნდთან ერთად;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** კომპანიის მენეჯერის მოთხოვნის საფუძველზე Report-ს შემუშავება;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების სფეროში);
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office.

პიროვნული მახასიათებლები:

** კრეატიული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** ემოციური ინტელექტი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00 საათამდე (ორშ-პარ)
** შაბათი 10:00-14:00 საათამდე

ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sc.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |