www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი, დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო ესკიზი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

სასტუმრო "ესკიზი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

ადგილმდებარეობა: თელავი

1. ადმინისტრატორი (ფრონტ ოფისი)

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** ინგლისური და რუსული ენის შესანიშნავი ცოდნა;
** ასაკი: 20-35 წლამდე;
** სტუმარზე ორიენტირების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ​გუნდური მუშაობა;
** ღამის საათებში მუშაობა;
** კომუნიკაცია და თანამშრომლობა ყველა თანამშრომელთან;
** დეტალებისადმი მაღალი ყურადღების მიქცევა, ინიციატივა, პრობლემის გადაჭრა, პიროვნულ ორგანიზაციულ უნარ-ჩვევებთან ერთად.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ​შეეგებოს და მიესალმოს სტუმარს, ჩაატაროს რეგისტრაციის პროცედურა, მიანიჭოს ჯავშანს ოთახი სტუმრის მოთხოვნის გათვალისწინებით;
** შეიყვანოს ყველა მონაცემი სტუმრის შესახებ პროგრამაში;
** გადაამოწმოს შემომსვლელი სტუმრების სია და გადახედოს მათ მოთხოვნებს;
** გააკონტროლოს სტუმრის ნომრის გასაღების დაბრუნება;
** კორექტულად შეავსოს დეპარტამენტის ყველა საჭირო ფორმა;
** ზეპირად იცოდეს ყველა ოთახის ტიპის ფასი, ფლობდეს ყველა ინფორმაციას სასტუმროს რესტორნების, ბარების, აუზის და ა.შ მუშაობის საათების;
** შეატყობინოს სტუმარს სასტუმროს ყველა სერვისის შესახებ და შეეცადოს გაყიდოს პროდუქტი;
** შეამოწმოს თავისი სამუშაო დღის განმავლობაში გატარებული ნაღდი და უნაღდო ანგარიშწორება;
** შეეცადოს მოაგვაროს სტუმრის საჩივარი ან მოთხოვნა;
** ორგანიზება გაუწიოს როგორც სტუმრის დახვედრას აეროპორტში და ასევე გაცილებას.

2. დიასახლისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ოთახების დასუფთავება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ოთახში არსებული ინვენტარის გამართულობის კონტროლი;
** ოთახის ტექნიკურ გამართულობის მონიტორინგი;
** ოთახის სისუფთავეზე პასუხისმგებლობა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: ana.bedianidze@esquisse-hotel.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 558 55 32 66



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |