www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების უფროსი
მომწოდებელი: კარგონი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

"კარგონი" წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს გამგზავნი და გადამზიდი კომპანიის ერთმანეთთან დაკავშირებას მარტივი, სტანდარტიზებული და გამჭვირვალე გადაზიდვის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით ოპტიმალურ დროში, მისაღებ ფასად, მაღალი ხარისხით!

ცხადდება ვაკანსია გაყიდვების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

** არსებული კორპორატიული კლიენტების პორტფელის განვითარებაზე ზრუნვა;
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვა;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** გაყიდვების საქმიანობის კოორდინაცია - გეგმების დასახვაში ჩართულობა, გეგმების შესრულების მხარდაჭერა და კონტროლი, რჩეული კლიენტების ინდივიდუალური მოთხოვნების შესრულების კონტროლი და მხარდაჭერა;
** კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობით დაგეგმვა და შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელობის მიერ მიღებული, კორპორატიულ სეგმენტთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Windows, MS Office and E-mail);
** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** პრიორიტეტად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კლიენტებთან პრეზენტაციების მოწყობის გამოცდილება;
** ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: join@cargon.com და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |