www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: GREhome.ge
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

უძრავი ქონების სააგენტო "GREhome.ge" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

ჩვენ გვჭირდება:

** ენერგიული, პოზიტიური, მოაზროვნე, კომუნიკაბელური, დაუზარელი, შედეგზე ორიენტირებული, სტრესულ სიტუაციაში მოხერხებული, მოწესრიგებული თანამშრომელი.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი, მომსახურება.
** მოლაპარაკებების, შეხვედრების წარმოება;
** უძრავი ქონების ბაზის მართვა და მუდმივი განახლება;
** გეგმის შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების/გაქირავების სფეროში;
** უმაღლესი განათლება;
** MS office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო, დინამიურ, თანამედროვე სამუშაოს;
** მზარდი ანაზღაურების შესაძლებლობას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს მეგობრულ გუნდთან ერთად.

სამუშაოს ტიპი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს - 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 500-დან 700 ლარამდე ფიქსირებული (გამოცდილებიდან გამომდინარე) + ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grehome.ge და აუცილებლად მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |