www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს კატეგორიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობებია:

** მომწოდებლებთან მოლაპარაკება;
** მომწოდებლებთან კომერციული პირობების შეთანხმება;
** ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** მომხმარებლის შესწავლა;
** ასორტიმენტის განსაზღვრა სავაჭრო ობიექტების კატეგორიების მიხედვით;
** კატეგორიისა და პოზიციების მომგებიანობის ანალიზი;
** გასაყიდი ფასისა და მარჟის კონტროლი;
** პლანოგრამების დაგეგმვა;
** მატრიცის/რეგისტრაციების კონტროლი;
** ძირითადი/სააქციო პოზიციების მიწოდების უზრუნველყოფა;
** არასტანდარტული შესყიდვების უზრუნველყოფა;
** რეგიონებში ლოკალური აქციების დაგეგმვა;
** რეპორტინგი.

წარმატებულ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; მარკეტინგი; ფინანსები);
** კომერციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პროგრამების ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook)
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კატეგორიის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |