www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა ტურების და ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ვია ჯორჯია
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

სატრანსპორტო კომპანია "ვია ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შიდა ტურების და ოფისის მენეჯერის გაერთიანებულ პოზიციაზე (1 ვაკანტური ადგილი).

ტურისტული მენეჯერის მიმართულება - სამუშაო დატვირთვის 70%:

** ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების მომზადება
** პროდუქტის მორგება კლიენტის ინტერესზე;
** მომზადებული ტურების პარტნიორებისთვის და ტურისტებისთვის შეთავაზება;
** პარტნიორებთან ხელშეკრულების გაფორმება და მიმდინარე დოკუმენტაციის მართვა
** რეზერვაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება რეზერვაციებისთვის;
** რეზერვაციების განხორციელების მონიტორინგი
** სოციალურ ქსელებში აქტიური მუშაობა (ფეისბუკის გვერდის ადმინისტრირება).

ოფის მენეჯერის მიმართულება - სამუშაო დატვირთვის 30%:

** საოფისე შესყიდვები და ლოჯისტიკა, პერსონალის პირადი ფაილების მართვა და ა.შ. - მოთხოვნისამებრ
** ოფისის მართვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა
** ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 5 წელი;
** საქართველოს და სხვა ამიერკავკასიის ქვეყნების ტურისტული პოტენციალის ზედმიწევნით ცოდნა - კურორტები, სასტუმროები, რესტორნები და ა.შ.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელური.

სახელფასო პირობები: ხელფასი 1000 ლარი, ხელზე ასაღები + ბონუსი გაყიდვებიდან
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე; შაბათს 11:00-დან 15:00-მდე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 15 ივლისამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@via.ge და აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |