www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

კომპანია "სითიქომი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე თბილისში.

"სითიქომი" სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანია შექმნილია ტექნოლოგიისა და მომსახურების სფეროში მაღალი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. "სითიქომი"-ს სისტემას ამხანაგობის მართვა ახალ, თანამედროვე და გამჭირვალე ეტაპზე გადაჰყავს. მისი მეშვეობით კორპუსის მაცხოვრებლები მუდმივად აკონტროლებენ როგორც საერთო ბალანსს, ისე მისი ხარჯვის მიზნობრიობას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: (http://www.citycom.ge)

ჩვენ გთავაზობთ:

მოქნილ სამუშაო გრაფიკს, მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდის წევრებს, პროფესიულ ზრდას.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული და საბონუსე სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა;
** გაყიდვების გაზრდის მიზნით, სხვადასხვა პროექტის დაგეგმვა და პროცესის კოორდინირება;
** პოტენციურ კლიენტების ინფორმირებისათვის საჭირო მასალების მომზადება/ მათთვის ამ ინფორმაციის მიწოდება;
** შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკების წარმოება;
** გაყიდვების გუნდის ფორმირება;
** გაყიდვების გუნდისთვის სამუშაო გეგმების გაწერა, შესრულების მონიტორინგი და გაცემული დავალებების ვადების კონტროლი;
** გაყიდვების ზრდა, გუნდისთვის მიცემული გეგმების შესრულების კონტროლი;
** ყოველთვიური რეპორტინგი მენეჯმენტთან.

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც:

** აქვთ უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მსგავს დარგში (ან არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** აქვთ გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება;
** შეუძლიათ ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაცია, ფლობენ რუსულ ან/და ინგლისურ ენას საკომუნიკაციო და წერილობით დონეზე;
** აქვთ საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

თუ თქვენ ხართ:

მიზანდასახული, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული, გაქვთ პრეზენტაციის, მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი, შეგიძლიათ როგორც გუნდის ასევე პროცესების მართვა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: (hr@citycom.ge). სათაურის ველში "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ - 032 2 23 24 25



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |