www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საველე სამშენებლო სამუშაოების სპეციალისტი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საველე სამშენებლო სამუშაოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

სამუშაო აღწერილობა:

** სახაზო ნაგებობების მოწყობა/მშენებლობა;
** მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულება;
** ჭებისა და სატელეფონო კანალიზაციის აშენება;
** სატელეფონო კანალიზაციის ვარგისიანობის შემოწმება;
** არსებული სატელეფონო კანალიზაციის აღდგენა, დამარხული ჭების მოძებნა/ამოსუფთავება;
** სატელეფონო ბოძების გამაგრება/ გადატანა;
** კაბელების ჩადება სატელეფონო კანალიზაციაში; კაბელის გაყვანა შენობებეზე; საჰაერო კაბელების მონტაჟი;
** საჭიროების შემთხვევაში მძღოლის ფუნქციების შეთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

** სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** (კერძოდ, შენობაში, შენობის ფასადებზე, სატელეფონო ბოძებზე კაბელის მონტაჟის გამოცდილება);
** აუცილებელია მართვის მოწმობა (მართვის გამოცდილება);
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@servicenetgroup.ge ან 2020 წლის 17 ივლისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |