www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის ვაკანტურ თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაკვეთი: სრული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება/აღრიცხვა;
** მომხმარებელთათვის პროდუქციის მიწოდება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცედურის კონტროლი;
** პროდუქციის დასურათება;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და მართვის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** სამარშრუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა.

საქმიანი თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელობა;
** დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |