www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი/ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: Tetrada Georgia
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

სადისტრიბუციო კომპანია "ტეტრადა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის/ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

დასაქმებულს საშუალება ექნება მიიღოს გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** შემოსავლების სამსახურის (rs.ge) ვებ-გვერდზე ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა;
** ექსელის ბაზებთან მუშაობა;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის დამუშავება/მართვა/დახარისხება;
** ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მართვა და ვადების კონტროლი;
** ხელმძღვანელი პირების დავალებებისა და მითითებების შესრულება, შიდა საოფისე საქმიანობის მართვა/მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აზერბაიჯანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook, Power Point) ცოდნა;
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება.
** სქესი: მდედრობითი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური და მიზანდასახული
** ენერგიული და აქტიური
** პუნქტუალურობა
** დროის მართვის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** შედეგზე, ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@tetrada.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოფისის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |