www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს მოტივირებულ ინჟინერს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები.

ფუნქციები:

** ტექნიკური მომსახურების გაწევა ოფისსა და ფილიალებში
** რისკების იდენტიფიცირების მიზნით საჭირო წინასწარი კონტროლის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება
** გეგმიური და დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელება
** გათბობისა და კონდიცირების სისტემების გამართულობის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება
** ვიდეო კამერებისა და სიგნალიზაციის გამართული მუშაობის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება
** დარღვევების შემთხვევაში მყისიერი რეაგირება და შესაბამისი კომუნიკაცია
** დანადგარებისა და ინვენტარის აღრიცხვა და პერიოდული ინვენტარიზაცია
** ახალი დანადგარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის სწორი ექსპლუატაციის წესების დანერგვა და მონიტორინგი
** საჭიროების შემთხვევაში, გარე პროვაიდერების ძიება და შერჩევა შესყიდვების მენეჯერთან ერთად
** გარე კონტრაქტორების მუშაობის მონიტორინგი, ვადებისა და ხარისხის კონტროლი და მხარდაჭერა
** პერიოდულად რეპორტინგი ხელმძღვანელთან სამუშაოების, ხარჯების, ვადებისა და სამომავლო გეგმების შესახებ
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება (უპირატესობა: მექანიკოსი / ელექტრიკოსი)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი

პიროვნული თვისებები:

** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის უნარი

ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება, როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ მომხმარებლის ურთიერთობის ეთიკით. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე info@ukve.ge

შეხვედრამდე!

"უკვე"-ს გუნდი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |