www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

"ბენე ჯგუფი" 2013 წლიდან პოზიციონირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სატრანსპორტო სერვისის მიმართულებით. ლოჯისტიკის სფერო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა, გამოცდილება და მჭიდრო ინტერნაციონალური ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ.

კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ქალაქ ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დეტალების პროგრამულად ასახვა;
** შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;
** ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სავალდებულოა თურქული ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული სასურველია);

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@benegroup.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |