www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შაბათ-კვირის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Terminal
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.facebook.com/Terminal34/

"ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას შაბათ-კვირის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით დახვდნენ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.

ძირითადი მოვალეობები:

** სივრცის წევრებისა და ვიზიტორების დახვედრა;
** წევრებთან და პოტენციურ წევრებთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
** პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** მომხმარებლებზე ორიენტირებული;
** მეგობრული;
** საუბრობს ინგლისურად/რუსულად საკომუნიკაციო დონეზე;
** შეუძლია გუნდური მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს ჩვენს მულტინაციონალურ და მულტიფუნქციურ სივრცეში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო საათები: 09:00 - 21:00;
** სამუშაო დღეები: შაბათი, კვირა.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: careers@tushiconcept.co და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ადმინისტრატორი), რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |