www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სისტემური ცვლილების სრული პროცესის მართვა, და დოკუმენტირების, ინიცირების, დანერგვისა და პოსტ-იმპლიმენტაციის ჩათვლით;
** სისტემური ცვლილების ოპტიმალური დაგეგმვა და დამკვეთებთან სამუშაოების კოორდინირება;
** კრიტიკული საოპერაციო აქტივებისა და შესაბამისი ლიცენზიების მართვა;
** საოპერაციო სტრუქტურების საქმიანობის მხარდაჭერა, დაგეგმვა და მონიტორინგი;
** ​სერვერული ინფრასტრუქტურის მდგრადობის მონიტორინგი და სისტემურ ინციდენტებზე მყისიერი რეაგირება;
** კრიპტოგრაფიული გასაღებების გენერაცია უსაფრთხოების მოწყობილობებზე (HSM);
** კრიპტოგრაფიული გასაღებების გაცვლა კლიენტებთან და საგადამხდელო სისტემებთან (VISA, MasterCard, AmericanExpress, DCI, JCB, UPI);
** სისტემაში რეგისტრირებულ BIN-ზე კრიპტოგრაფიული გასაღებების გაწერა;
** საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებთან (VISA, MasterCard, AmericanExpress, DCI, JCB, UPI) სხვადასხვა გეგმიური საოპერაციო საკითხების დაგეგმვა და იმპლემენტაცია;
** ახალ პროექტებში აქტიური მონაწილეობის მიღება საოპერაციო პროცესების მოთხოვნების გათვალისწინებით;
** სისტემური განახლებების დაგეგმვა, საჭირო რესურსების ოპტიმალური მობილიზებით;
** საოპერაციო საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკური გადაწყვეტილების მოძიებაში, ბიუჯეტირებასა და დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
** შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების, სიახლეების გაცნობა და ასახვა საოპერაციო საქმიანობაში;
** ახალი საოპერაციო პროცესების აღწერა შესაბამის დოკუმენტებში;
** ბიზნესის უწყვეტობის გეგმის შედგენაში და მისი ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიაში დადგენილი, ადგილობრივი და საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოების მიერ განსაზღვრული პოლიტიკების და სტანდარტების დაცვა;
** საოპერაციო საქმიანობის შესახებ ანგარიშგების მომზადება შიდა და გარე დამკვეთებისთვის;
** საოპერაციო საქმიანობის შიდა და საერთაშორისო აუდიტებში მონაწილეობის მიღება და მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება IT ან საბანკო სფეროში;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, IT, საბანკო საქმიანობის ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
** IT ინფრასტრუქტურის საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკურად აზროვნებისა და კომპლექსური ამოცანების გადაჭრის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ბიზნეს კორესპონდენციის მკაფიოდ წარმართვის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 17 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |