www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სქაილაინი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

კომპანია "სქაილაინი" არის კომპიუტერული და ციფრული ტექნიკის ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კომპიუტერული ტექნიკის ფართო სპექტრს საქართველოს ნებისმიერ წერტილში, მიწოდების უფასო სერვისით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** პოტენციური კორპორატიული კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება მომხმარებელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

უპირატესობა მიენიჭება:

** კომპიუტერული ტექნიკის კარგად ცოდნას;
** ტექნიკის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილებას ;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ​ლიდერული თვისებები;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადა 3 თვე ანაზღაურებადი;
გამოსაცდელი ვადის შემდეგ ფიქსირებული ხელფასი: 700 ლარი + ბონუსი;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@sky-line.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |