www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფასილიტატორი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ფასილიტატორის პოზიციაზე, 15 საათიანი სამუშაო შეხვედრის ჩასატარებლად.

თემა: რთული, კრიზისული ქცევის ადმინისტრირება სკოლებში
პროგრამა/პროექტი: ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროექტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება, გამოცდილება, უნარები

აუცილებელია:

** უმაღლესი განათლების დიპლომი
** ტრენინგების ჩატარების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შშმ პირების განათლების საკითხებში.
** 2 წლიანი გამოცდილება სკოლების სასწავლო ადმინისტრაციული პროგრამების შექმნაში.
** გამოცდილება სკოლის სასწავლო სისტემის მართვაში

პიროვნული მახასიათებლები

აუცილებელია:

** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: tea.lolua@caritas.ge

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 24.06.2020

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/;



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |