www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** პარტნიორი კომპანიების მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, შევსება, რედაქტირება, განახლება.
** პარტნიორების კატალოგის სრულყოფა, შევსება და მუდმივი განახლება, მის სისწორეზე პასუხისმგებლობა;
** შიდა და გარე რეპორტების მომზადება;
** პარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა, საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება, მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია - ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge. გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |