www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუციის მენეჯერი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

კომპანია "ავტობანი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის მენეჯერის პოზიციაზე.

"ავტობანი" საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია "ავტობანის" მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სადისტრიბუციო არხების განვითარებასა და მუდმივ გაფართოვებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შედგენა/კორექტირება და შესრულების კონტროლი;
** დისტრიბუციისთვის საჭირო მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება ხანგრძლივი ურთიერთობისთვის;
** პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათი მოთხოვნების განსაზღვრა და მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავება;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო განრიგების შედგენა, კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ​ტრენინგისა და სწავლების საჭიროების განსაზღვრა და კონკრეტული მიმართულების მიცემა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მუდმივი მოტივირება, მეგობრული გუნდის შექმნა, მათი ინტერესების და საჭიროებების შესწავლა გაუმჯობესების მიზნით;
** რეკომენდაციების მომზადება მენეჯმენტისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დისტრიბუციაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** დისტრიბუციის ზოგადი ტექნიკების ცოდნა;
** მართვის მოწმობის ფლობა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა 1C ცოდნა სამუშაო დონეზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამუშაო დონეზე ფლობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია ავტობანი გთავაზობთ:

** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის კომპანიაში არსებული მომსახურებების განსაკუთრებულ პირობებს;

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე hr@autobani.com 18 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |