www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მებაღე, ხეზე მომუშავე
მომწოდებელი: შპს ატელიე
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

შპს "ატელიე" აცხადებს ვაკანსიებს:

1. მებაღე

სამუშაო შედგება:

ვენახის, ხეხილის, დეკორატიული მცენარეების სხვლა-ფორმირება, ხე-მცენარეების დარგვა, დამუშავება (შეწამვლა) სეზონურად მავნებლებზე და დაავადებებზე. ტერიტორიის გასუფთავება და მოწესრიგება ნარჩენებისაგან. ტერიტორიის მოსწორება და დამუშავება. მიწის გაფხვიერება ხე-მცენარეების გარშემო. სხვა მომსახურებები მოთხოვნით.

სამუშაო ადგილი: ლილოდან 10 წუთის დაშორებით (სოფ.სააკაძე)
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ან/და გამომუშავებით (შეთანხმებით).
სამუშაო დღეები თვეში: 10

დაინტერესებულ კანდიდატებს გამოცდილება უნდა ჰქონდეთ აგროსფეროში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (რეზიუმე) გამოგზავნეთ ელფოსტაზე: ltdatelier@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 551 088 990, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9:30 საათიდან საღამოს 18:30 საათამდე.

2. ხეზე მომუშავე

შპს "ატელიე" ეძებს ხეზე მუშაობის სურვილის მქონე პირებს.

აუცილებელია ჰქონდეს გამოცდილება დანადგარებსა და დაზგებზე მუშაობის. შეკვეთები იქნება ინდივიდუალური, შეთანხმებით. სასურველია ჰქონდეს მართვის მოწმობა.

სამუშაო ადგილი: მარტყოფი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ან/და გამომუშავებით (შეთანხმებით).
დასვენების დღე: კვირა

დაინტერესებულ კანდიდატებს გამოცდილება უნდა ჰქონდეთ ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან:

** ხეზე მუშაობა
** დანადგარებთან და დაზგებთან მუშაობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (რეზიუმე) გამოგზავნეთ ელფოსტაზე: ltdatelier@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 551 088 990, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9:30 საათიდან საღამოს 18:30 საათამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |