www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ინტელექტრო
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

შპს "ინტელექტრო" 11 წელზე მეტია მუშაობს ელექტრო და უსაფრთხოების სისტემების სფეროში. ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Simon, Eldes, Teletek, AMC და სხვა. ვაცხადებთ ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაზე.

რას უნდა ელოდოთ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისას:

** მეგობრულ გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მოგიწევთ ახალ ტექნოლოგიებთან შეხება, მათი ფუნქციების და მუშაობის პრინციპების გარკვევა.
** ანაზღაურება 1000-1500 ლარამდე, ცოდნის და უნარების მიხედვით

მოვალეობები:

** ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია მომხმარებლებთან
** პროექტების შეფასება და დაანგარიშება
** უსაფრთხოების სისტემების გამართვა და დაპროგრამება
** გაუმართავობების დადგენა, შეფასება და აღმოფხვრა

მოთხოვნები:

** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
** ახალი ტექნოლოგიების საფუძვლიანად შესწავლის სურვილი და უნარი
** ცოდნის გადმოცემის უნარი
** ელექტრონიკის ან ელექტროობის საბაზისო ცოდნა და გამოცდილება
** ინგლისურად წერის და კითხვის უნარები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე
intelectrogeo@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |