www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯერ-ოპერაციონისტი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივლისი

კომპანია "სფეის კარგო", საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიაა, რომელიც უმეტესწილად ანხორციელებს საჰაერო გადაზიდვებს, მსოფლიოს სამასი მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს ბაზარზე წამყვან საფოსტო და სატვირთო გადამზიდავებთან. სერვისები მოიცავს ფართო სპექტრს, როგორიცაა: ცოცხალი ცხოველების, ძვირფასი ნივთების, საკვები პროდუქტების, ფარმაცევტული პროდუქტების, ტვირთებს რომლებიც საჭიროებს ტემპერატურულ რეჟიმს, საკურიერო და ა.შ. საერთაშორისო გადაზიდვებს.

კომპანიის საკვანძო მაჩვენებელთა სიაშია პერსპექტიული, მოტივირებული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევა და შემდგომში მათი პროფესიული ზრდა და განვითარება.

პოზიცია: მენეჯერ-ოპერაციონისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.
** კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება.
** ამანათებისა და ტვირთების ასახვა ბაზაში, კონტროლი.
** ამანათებისა და ტვირთების მიღება, დასაწყობება, გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (Power Point, Excel, Word და Outlook;)
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, პასუხისმგებლობა.
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა.
** დროის მართვის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 625 ლარი, დარიცხული + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@spacecargo.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |