www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის კოორდინატორი
მომწოდებელი: ალტა რითეილი
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივლისი

შპს "ალტა რითეილი"-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 12 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.

"ალტა რითეილი"-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი საიხლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის თანამშრომელთა მართვა;
** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მენეჯერისგან მიღებული დავალებების დროული შესრულება და რეპორტინგი;
** მაღაზიის ინტერიერში წესრიგის კონტროლი;
** მაღაზიაში პროდუქციის მერჩანდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
** სხვა მიმდინარე საკითხები (დავალებები, რეპორტები).

განათლება/ცოდნა:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია ტექნიკისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სავალდებულო).

საქმიანი თვისებები:

** გამართული და სასიამოვნო საუბრის მანერა;
** პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** ინფორმაციის საინტერესოდ და სრულად წარდგენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge 2020 წლის 22 ივლისამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი;
** ინგლისური ენის დონის დადგენის ტესტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |