www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: თერმა
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივლისი

უკვე 23 წელია კომპანია "თერმა" გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირების სექტორში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშრომლობს, იგი ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა HVAC ბაზარზე.

კომპანიის არსებობის მანძილზე ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გამყარდა და ახლა, მსხვილი საერთაშორისო თუ ლოკალური პროექტების ჭრილში მათი ფასდაუდებელი ექსპერტიზით ვხელმძღვანელობთ.

კომპანია "თერმა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქ. N10
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე (+ საბონუსე ანაზღაურება პროექტების მიხედვით).
სამუშაო გრაფიკი: სრული (09:30/18:00)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** პროექტის მენეჯერის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/რუსული) ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excell, Power Point)

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის მენეჯერის დახმარება პროექტების თითოეული ფაზისა და ასპექტის შესრულებაში;
** პროექტის ეტაპების დაგეგმვის და შესრულებაში ჩართულობა;
** პროექტში დასაქმებულ პერსონალთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** პროექტის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** პროექტის ნახაზის მომზადების უზრუნველყოფა პროექტანტის დახმარებით;
** პროექტის მიმდინარეობისას სამუშაოების, ხარისხის და ვადების კონტროლი;
** პროექტისათვის საჭირო მასალების შერჩევა და შეკვეთის გაკეთება , მათი დროული მიწოდების კონტროლი;
** კონკრეტულ პროექტზე ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის უზრუნველყოფა.

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** უსაფრთხო, კომფორტულ და მეგობრულ გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და დამატებით ბენეფიტებს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** გახდი ჩვენი გუნდის წევრი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@terma.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება "პროექტის მენეჯერის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |