www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასისტენტი
მომწოდებელი: სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის პოზიციაზე.

ასისტენტის საქმიანობა გულისხმობს მიმდინარე პროექტებში ორგანიზაციის, დირექტორისა და გამგეობის საქმიანობის მხარდაჭერას. საქმიანობა ასევე გულისხმობს სამიზნე ჯგუფებთან საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციას, დოკუმენტებისა და ანგარიშების ინგლისურ ენაზე მომზადებას.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით;
** პროექტებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა)
** აკადემიური წერის მაღალი დონე;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დადგენილ ვადებში მუშაობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებსა და სამუშაოს შესრულების ხარისხზე ორიენტირებულობა.

სახელფასო განაკვეთი: 1400 ლარი (GROSS)

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ვთხოვთ CV გამოაგზავნონ მისამართზე: vacancy@gcsd.org.ge, ხოლო დასახელებაში მიუთითონ Assistant. გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ რეკომენდატორები (არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების გამოგზავნის საბოლოო თარიღია: 2020 წლის 5 ივლისი.

პირველ ეტაპზე ორგანიზაცია გადაარჩევს კანდიდატების მოწოდებულ დოკუმენტებს და შემდეგი ეტაპის გასავლელად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს და ჩატარდება ტესტირება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |