www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: Metta
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სამშენებლო კომპანია Metta 2018 წელს შეიქმნა. კომპანიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია განვითარების ეტაპზეა, ის მუდმივად ქმნის შესაძლებლობებს ახალგაზრდა, მოტივირებული და აქტიური ადამიანებისთვის.

სამშენებლო კომპანია "Metta" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

ხარჯთაღმრიცხველი ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს ზუსტი, დროული და დეტალური ხარჯთაღრიცხვების მომზადებას სამშენებლო პროექტების შესრულებისთვის და აფასებს პროდუქციის, პროექტების და მომსახურების ხარჯების ეფექტურობას ტენდერის ან / და პროექტის განხორციელების ეტაპზე. იგი, კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, როგორც მშენებლობის პროექტის მართვის ჯგუფის წევრი.

ძირითადი პასუხისმგებლობა მოიცავს:

** სამშენებლო პროექტის ჩარჩოებისა და მისი მოთხოვნების გაანალიზება
** ფასისა და სხვა შეფასებებისათვის ძირითადი ცვლადების განსაზღვრა
** პირველადი ინფორმაციის შეგროვება ობიექტებიდან, საწყობებიდან ან სხვა საჭირო ადგილებიდან
** კვლევის ჩატარება შრომის ხარჯების, მასალების, წარმოების დროის და ა.შ. მონაცემების მისაღებად.
** ქვეკონტრაქტორის ან მომწოდებლების შეთავაზებებისა და კვოტების მოძიება - გადახედვა.
** შეფასების რეპორტების ან სატენდერო ფასის შეთავაზებების შექმნა და წარდგენა შესაბამისი პირებისთვის (კომპანიის მენეჯმენტის ჯგუფი, პროექტის მენეჯერები, კლიენტები და ა.შ.)
** ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა მხარეებთან (ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან, ინჟინრებთან და ა.შ.)
** დაგეგმვის საკითხებში კონსულტაციის გაწევა (გრაფიკები, პერსონალის საჭიროებები და ა.შ.)

ცოდნა და კვალიფიკაცია:

** ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამშენებლო მიმართულებით)
** გამოცდილება კომპლექსური მონაცემების კვლევისათვის საჭირო აქტივობებში
** ბაკალავრის განათლება საინჟინრო / სამშენებლო მიმართულებით
** Microsoft Office-ში მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტი მიენიჭება Microsoft Project-ის ცოდნას)

უნარები და შესაძლებლობები:

** სხვადასხვა დავალებების შესრულების უნარი, მოტივირებული, გუნდურად მომუშავე, ენერგიული,
სამუშაოსადმი ადვილად ადაპტირებადი და სხარტი.
** ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა, ტერმინოლოგია)
** პირდაპირი და ზედნადები ხარჯების სიღრმისეული გაანალიზების უნარი
** ძლიერი ინტერპერსონალური და კომუნიკაციური უნარები
** კრიტიკული აზროვნების მქონე
** პრობლემური სიტუაციიდან გამოსავალის პოვნის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პოზიტიურ სამუშაო გარემოს მოტივირებულ გუნდში
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
და ა.შ. ბენეფიტებსა და აქტივობებს.

ანაზღაურება: 2000 - 5000 GEL (ნეტო), კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@metta.ge და subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 ივლისი, 2020.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |