www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგადასახადო აუდიტორი
მომწოდებელი: RSM Georgia
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

"არესემ საქართველო" არის RSM International-ის, რეიტინგით რიგით მე-6 ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელის, დამოუკიდებელი წევრი. RSM-ის ქსელს 120 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა, მათ შორის წარმოდგენილია მსოფლიოს 40 ყველაზე მსხვილ ბიზნეს ცენტრში. ჩვენს 800 ოფისში, რომლებიც განთავსებულია ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში, დასაქმებულია 41, 400-ზე მეტი პროფესიონალი.

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე:

მოვალეობები:

** საგადასახადო რისკების აუდიტის პროცესის დაგეგმვა.
** საგადასახადო რისკების აუდიტის პროცესის ეფექტური მართვა აუდიტისა და საბუღალტრო პრინციპების გათვალისწინებით;
** სამუშაო პროცესის წარმართვა იმგვარად, რომ უზრუნველყოს აუდიტის შეუფერხებელი დასრულება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** კლიენტის ბიზნეს-პროცესების ანალიზი და სუსტი მხარეების აღმოჩენა;
** ადგილობრივი კოორდინატორის როლის შესრულება კლიენტთან;
** ჯგუფის გუნდური მუშაობის უზრუნველყოფა;
** აუდიტის უნარების გაღრმავებისთვის, სამუშაო პროცესში პრაქტიკული ტრეინინგის ჩატარება
** უმცროსი თანამშრომლებისთვის და მათთვის აუდიტის მეთოდოლოგიის გაცნობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საგადასახადო ორგანოში ან აუდიტორულ კომპანიაში აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;

ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** გასაუბრება - მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმეები მითითებულ მეილზე: ttsitelauri@rsm.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |