www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პერსონალური განვადების მენეჯერი
მომწოდებელი: Onemall
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივლისი

კომპანია "Onemall" წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომლის საქმიანობაც გულისხმობს საოჯახო-საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ რეალიზაციას.

ვაკანსია ცხადდება პერსონალური განვადების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; შაბათი 11:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** კლიენტების ეფექტური მომსახურება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** კლიენტისთვის განვადების პირობების დეტალურად ახსნა;
** განაცხადის ელექტრონულად მიღება და გადაგზავნა დასამუშავებლად;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის ან/და ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია ონლაინ მაღაზიაში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ საოჯახო-საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესახებ საშუალოზე მაღალი დონის ინფორმაციას;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სისხარტე და ენერგიულობა;
** შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, მიზანზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@onemall.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "პერსონალური განვადების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |