www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივლისი

ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობებზე (პროფესორი);

მიმართულება:

** ეკონომიკა - 1;
** პოლიტიკა - 1

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 8 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნივერსიტეტი იტოვებს უფლებამოსილებას, "უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის" 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელოს ზემოთ მითითებული აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კვალიფიციური პერსონალის შერჩევა პროფესიული ნიშნით, რომელთა კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

** ავტობიოგრაფია (CV)
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;

კონკურსის ჩატარების ვადები:

საბუთების მიღება 2020 წლის 20 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით.
კანდიდატებთან გასაუბრება - 27 ივლისი

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@gipa.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 599 17 67 17



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |