www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი, GIS სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიუ სითი დეველოპმენთ
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

არქიტექტურული კომპანია "New City Development" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტისა და GIS სპეციალისტის პოზიციებზე

1. IT მხარდაჭერის სპეციალისტი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ქსელის მხარდაჭერა;
** არსებული სერვერის მხარდაჭერა (ვირტუალური და ფიზიკური სერვერების შექმნა და პროგრამული უზრუნველყოფა);
** ქსელური საკაბელო სისტემის უზრუნველყოფა;
** შიდა სატელეფონო კავშირების უზრუნველყოფა;
** Linux, Windows და Apple iMac-ის მხარდაჭერა;
** პროგრამების, ანტივირუსების და ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია;
** ვიდეო-მონიტორინგის სისტემის ადმინისტრირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ორგანიზატორული უნარები სხვადასხვა კომპლექსური საკითხების გადასაწყვეტად.

საჭირო პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი;
** კარგი კომუნიკაციური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლიანობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით

2. GIS სპეციალისტი

სამუშაო მოვალოებები:

** პროექტის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება სივრცითი დაგეგმვის ნაწილში, მათ შორის:
** სივრცითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის აწყობა ორგანიზაციის შიდა სტანდარტის შესაბამისად;
** სივრცითი დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებისთვის საჭირო წინასაპროექტო კვლევ(ებ)ის შედეგების GIS ბაზაში ინტეგრირება და კარტოგრაფირება;
** ტერიტორიის რეალური და დაგეგმილი ცვლილებების GIS მოდელირება (მაგ. საავტომობილო ნაკადები, იზოქრონები, მდინარის ნაკადები და სხვა);
** სივრცითი დაგეგმვის დოკუმენტაციის (ან მიწათსარგებლობის ზონირების რუკების) შემადგენელი ნაწილების კარტოგრაფირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კვალიფიკაცია: არქიტექტორი / გეოგრაფი / კარტოგრაფი (მიენიჭება უპირატესობა) / ტოპოგრაფი (მიენიჭება უპირატესობა) / ან ურბანისტიკის რომელიმე მიმართულებით სპეციალისტი.
** აკადემიური ხარისხი: ბაკალავრი / მაგისტრი (მიენიჭება უპირატესობა)
** სამუშაო გამოცდილება: 3 წელი GIS ბაზებში მუშაობის დადასტურებული გამოცდილება, Arc GIS პროგრამული უზრუნველყოფით;
** არანაკლებ 1 ერთეულ სივრცითი (მაგ. გენგეგმა, გრგ) ან დარგობრივი (მაგ. ჰიდროლოგია, გეოლოგია, ტრანსპორტი) დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობის დადასტურებული გამოცდილება.
** კომპიუტერული უნარები: პროგრამული უზრუნველყოფა: MS Windows (ძალიან კარგი); MS Word (ძალიან კარგი); MS PowerPoint (ძალიან კარგი); MS Excel (კარგი (მიენიჭება უპირატესობა)); Arc GIS (ძალიან კარგი); Adobe Acrobat (კარგი); Photoshop / ან სხვა მსგავსი (კარგი); Illustrator / Corel Draw (კარგი (მიენიჭება უპირატესობა)); ArchiCAD / AutoCAD (ძალიან კარგი).
** ქართული (სრულყოფილი);
** ინგლისური (საშუალო (მიენიჭება უპირატესობა)).

რას გთავაზობთ?

** კარგი სამუშაო სივრცე და ხალისიანი გუნდი;
** პირადი სამუშაო მაგიდა და პერსონალური კომპიუტერი;
** მოქნილი შესვენება (სასურვლე დროს 1 სთ დღის მანძილზე);
** კორპორატიული დაზღვევა.
** ანაზღაურება 1000 ლ.
** სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნის გაღრმავება: ჩვენთან თანაშრომლობით თქვენ შეიძენთ სივრცითი დაგეგმის სახელმძღვანელო დოკუმენტების პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას და აგრეთვე გაირღმავებთ დაგეგმვის დოკუმენტების მომზადებაში ინტერდისციპლინარულ ცოდნასა და უნარებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: nanaolqishvili@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |