www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისურენოვანი მთარგმნელი
მომწოდებელი: Best Web
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივლისი

"Best Web" 2015 წლიდან პოზიციონირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ციფრული სერვისების შექმნისა და განვითარების მიმართულებით. დღეისათვის Best Web-ს გუნდს აქვს შექმნილი რამდენიმე ასეული პროექტი, როგორც კერძო ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ვებ სერვისის მიწოდება.

ვეძებთ მთარგმნელს, ვინც სტატიებს გადათარგმნის ინგლისურიდან ქართულ ენაზე; ბიზნესის კონკრეტული სახეობისათვის დამახასიათებელ სპეციალურ ტერმინოლოგიას და უნიკალურ სტილს, რომელიც ორიგინალშია მოცემული.

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** წერილობითი თარგმნის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** დავალების ოპერატიულად შესრულების უნარი;
** ვადებში მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** დავალება;
** გასაუბრება;

სამუშაო გრაფიკი:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
** დისტანციურად მუშაობა
** ანაზღაურება: (1000 - 1500ლარი). თარგმანის მოცულობისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@bestweb.ge 20 ივლისამდე და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |