www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირების პროგრამები ტექნიკური მიმართულებით
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 19 ივლისი

"ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი" მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.

2006 წლის ბოლოს "ჰაიდელბერგცემენტმა" განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში და შეიძინა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მაშტაბით ახორციელებს ევროპული სტანდარტით ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. ადგილობრივად იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის ქარხანას. კომპანია ადგილობრივი ბაზრის ლიდერია ცემენტისა და ბეტონის წარმოების მიმართულებით.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამებს კასპის ცემენტის ქარხანაში, ტექნიკური მიმართულებით.

1. ვაგონების შემადგენელ გადამბმელი;
2. 40 ტონ. ავტო-ამწის მძღოლი;
3. ჩანგლიანი ავტომტვირთავის მძღოლი.

1. ვაგონების შემადგენელ-გადამბმელი:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვაგონების უსაფრთხო გადაადგილების მონიტორინგი;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებულ და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა;
** სხვა სამუშაოების შესრულება დავალებისამებრ თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაო პროცედურების ორგანიზებულად დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა;

2. 40 ტონიანი ავტოამწის მძღოლი:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული და გასული მასალების დროული და უსაფრთხო დაცლა-დატვირთვა;
** ტექნიკის უსაფრთხო და გამართულ მდგომარეობაში მართვა;
** ამწის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამუშაოს დაწყებამდე ტექნიკის შემოწმება (სამუხრეჭე სისტემის, ზეთების გადინებისა და მაშუქი სისტემის შემოწმება);
** ტვირთის სწორად გადანაწილება და წონების კორექტირება;
** ტვირთის (ნედლეულის) დასაწყობება და მისი დატვირთვა;
** მუშაობის პროცესში ელექტრო დანადგარების ნორმალურ ექსპლოატაციაზე კონტროლი
** დანადგარებზე მასალების და გაბარიტული ტვირთის დროული და შეუფერხებელი მიწოდება;
** საწარმოში მოქმედი შრომის შინაგანაწესის დაცვა;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებულ და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა;
** სხვა სამუშაოების შესრულება დავალებისამებრ თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** S კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** სასურველია სარკინიგზო კოლეჯის დიპლომი/სერტიფიკატი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაო პროცედურების ორგანიზებულად შესრულება;
** შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა;

3. ჩანგლიანი ავტომტვირთავის მძღოლი:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქარხანაში შიდა გადაზიდვითი სამუშაოების წარმოება, სხვადასხვა ტექნოლოგიური ნარჩენის დანიშნულების ადგილზე გადატანა;
** შემოსული სხვადასხვა დამხმარე მასალის ჩამოტვირთვა და დასაწყობება;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებულ და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა.
** სხვა სამუშაოების შესრულება დავალებისამებრ თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** S კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია სარკინიგზო კოლეჯის დიპლომი/სერტიფიკატი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაო პროცედურების ორგანიზებულად შესრულება;
** შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა;

თუ თქვენი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 19 ივლისისა. Subject ველში მიუთითეთ სტაჟირების დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან თანამშრომლობას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |