www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

"ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
დაქვემდებარება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი
სამუშაო განაკვეთი: ინდივიდუალური
ადგილმდებარეობა: ზესტაფონი

სამუშაოს აღწერილობა: სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზე/გაყიდვა

ფუნქცია მოვალეობები:

** დღის განმავლობაში საჭირო ინფორმაციის დამუშავება
** პოტენციურ მომხმარებელთან ვიზიტი/კონტაქტი
** პროდუქტის გაცნობა და მის შესახებ ამომწურავი და სწორი ინფორმაციის მიწოდება პოტენციური მომხმარებლისთვის
** პროდუქტის გაყიდვა
** ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მასალების გავრცელება
** პოტენციური კლიენტების ბაზის სისტემატური განახლება
** პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
** ანგარიშის წარდგენა განხორციელებული ვიზიტების შესახებ მოთხოვნის შესაბამისად
** ყოველდღიურად უშუალო ხელმძღვანელთან სამუშაო დღის შედეგების წარდგენა
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** გაყიდვების / სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნულობა:

** ყურადღება დეტალების მიმართ
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტური გამოყენების უნარი
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი
** პრეზენტაბელურობა
** მაღალი მოტივაციის გრძნობა
** დარწმუნების და სასურველი შედეგის მიღწევის უნარი

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |