www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: G Systems
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

"G Systems" აცხადებს ვაკანსის ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რეგიონები
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი

საქმიანობის სფერო:

** ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები;
** გაზსადენები;
** წყალსადენები;
** ოპტიკური ქსელები;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ - რესურსული მეთოდით - მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით;
** ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
** სამშენებლო - საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის და გარჩევის უნარი;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ - ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა (ლოგიკური ფუნქციები, სტატიკური ფუნქციები, მათემატიკური ფუნქციები, ფინასური ფუნქციები);
** საინჟინრო ან სამშენებლო სფეროში გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვა-სამუშაოს შესრულების ვადების დაცვა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2020 წლის 25 ივლისამდე მისამართზე info@gsystems.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |