www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მართვის სისტემის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მართვის სისტემის (WMS-ის) ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში არსებული პროგრამული პროცედურების ანალიზი, ოპტიმიზაცია და მენეჯმენტი;
** სისტემის დანერგვასა და გაშვებაში სრულად ჩართულობა;
** სისტემის პროვაიდერთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** ERP და WMS სისტემების ანალიზი, მათი უპრობლემო სინქრონიზაციის მისაღებად;
** "მასტერ დატა"-ს შექმნა და მუდმივი განახლება/კონტროლი, სისტემის კონფიგურაცია და მომხმარებლების სხვადასხვა დონით დაშვება;
** ​რეპორტინგის სისტემის აწყობა და მართვა;
** საწყობის პროცესების გამართვის მიზნით, ახალი პროგრამული პროცედურებისა და სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
** საწყობის გუნდის სრული და ყოველდღიური მხარდაჭერა;
** WMS ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის;
** სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (IT ან ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** 1C ERP-სთან მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** Microsoft Office-ის ცოდნა;
** ბიზნეს პროცესების მართვა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან დაგვიკავშირდით

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |