www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია MAN
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზია MAN European Fashion აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე, სადაც წარმოდგენილია გერმანული პრემიუმ ბრენდების პროდუქცია.

მისამართი: ქ.თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. N 12

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** მზარდი ბიზნესი;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** პროდუქტების გაყიდვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო გრაფიკი: ორი ცვლა, ორშაბათი - შაბათი 10:00 - 18:00 და 13:30 - 20:30;კვირა 10:30 - 19:00

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე manfashionge@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |