www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავეჯის ხელოსანი, სტაჟიორი
მომწოდებელი: Dragon Wood
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივლისი

Dragon Wood აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. სტაჟირება - ავეჯის ხელოსნის დამხმარე

სამუშაო განრიგი: სრული

მოვალეობის/სამუშაოს დეტალური აღწერა:

** საწარმოში ავეჯის აწყობის დროს მიხმარება.
** მიღებული დაჭრილი მასალის დალაგება დაგეგმილი პროექტის ასაწყობად.
** ტექნიკური ნახაზის გარჩევა და მისი მიხედვით ავეჯის აწყობაში დახმარება.
** ტექნიკური ნახაზის მიხედვით ავეჯის მონტაჟში დახმარება
** აწყობილი ავეჯის შეფუთვა.
** ობიექტზე მისვლის შემდგომ ავეჯის ჩამოტვირთვა და ობიექტზე ლიფტით, დაბალ სართულზე ან მცირე მანძილზე მიტანა (აღნიშნული ხორციელდება ხელოსანთან ერთად) ან ზოგიერთ შემთხვევებში აიტანენ მუშები.
** ხელსაწყოების სისუფთავეში ქონა და მოწესრიგებულად დალაგება სამუშაო დღის ბოლოს.
** მუშაობის დროს შინაგანაწესის დაცვა.
** ხარისხის მუდმივი კონტროლი და სამუშაო პროცესის მიმდინარეობის დროს ანგარიშის ჩაბარება.
** სხვა დავალებების შესრულება სამუშაო პროცესის დროს.

1 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების შემდგომ თუ კანდიდატი გამოავლენს მონდომებას, საქმისადმი დაინტერესებას და სხვა საჭირო თვისებებს, განიხილება მისი თანამშრომლად აყვანა მზარდი ანაზღაურებით გამოცდილების მიხედვით.

გამოცდილება: აუცილებელი არ არის.

** პირველი ეტაპი - პირველი სამუშაო კვირა გამოსაცდელი ვადაა და არ ანაზღაურდება.
** მეორე ეტაპი - ანაზღაურებადი სტაჟირების 1 თვე.

ენების ცოდნა:

** ქართული (სრულყოფილად)
** რუსული (სასურველია)

თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პატიოსნება;
** თავდაჯერებულობა;
** სიტუაციის სწორად შეფასების უნარი;
** ​ დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი;
** ასაკი 18-45 წლამდე

2. ავეჯის ხელოსანი

სამუშაო განრიგი: გამომუშავებით

მოვალეობის/სამუშაოს დეტალური აღწერა:

** საწარმოში ავეჯის აწყობა და ობიექტზე მონტაჟი.
** მიღებული დაჭრილი მასალის დალაგება დაგეგმილი პროექტის ასაწყობად.
** ტექნიკური ნახაზის გარჩევა და მისი მიხედვით ავეჯის აწყობა.
** ტექნიკური ნახაზის მიხედვით ავეჯის მონტაჟი ობიექტზე.
** საწარმოში არსებულ ყველა საჭირო დანადგართან და ხელსაწყოსთან მუშაობა.
** აწყობილი ავეჯის შეფუთვა.
** ობიექტზე მისვლის შემდგომ ავეჯის ჩამოტვირთვა და ობიექტზე ლიფტით, დაბალ სართულზე ან მცირე მანძილზე მიტანა. (აღნიშნული ანაზღაურებადია) ან ზოგიერთ შემთხვევებში აიტანენ მუშები.
** ხელსაწყოების სისუფთავეში ქონა და მოწესრიგებულად დალაგება სამუშაო დღის ბოლოს.
** მუშაობის დროს შინაგანაწესის დაცვა.
** სამუშაო პროცესის დროს ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება ავეჯის დასამზადებლად.
** ხარისხის მუდმივი კონტროლი და სამუშაო პროცესის მიმდინარეობის დროს ანგარიშის ჩაბარება.

გამოცდილება აუცილებელია.

ენების ცოდნა:

** ქართული (სრულყოფილად)
** რუსული (სასურველია)

თვისებები:

** საკუთარი სამუშაო დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პატიოსნება;
** თავდაჯერებულობა;
** სიტუაციის სწორად შეფასების უნარი;
** ​დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი;
** ასაკი 20-45 წლამდე

ანაზღაურება გამომუშავებით. კარგი მუშაობით ხელოსნის საშუალო სტაბილური შემოსავალი შესაძლოა გამოვიდეს 1300 - 1800 ლარი.

www.dragonwood.ge

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 555 269 108



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |