www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HVAC ინჟინერ-დამპროექტებელი
მომწოდებელი: თერმა
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივლისი

უკვე 23 წელია კომპანია "თერმა" გათბობა, ვენტილაცია, კონდიციების სექტორში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშომლობს, იგი ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა HVAC ბაზარზე.

კომპანიის არსებობის მანძილზე ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გამყარდა და ახლა, მსხვილი საერთაშორისო თუ ლოკალური პროექტების ჭრილში მათი ფასდაუდებელი ექსპერტიზით ვხელმძღვანელობთ.

"თერმა" აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერ-დამპროექტებლის პოზიციაზე კონდიცირების, გათბობის, ვენტილაციის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, მიმართულებით.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქ. N10
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო გრაფიკი: სრული (09:30/18:00)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროექტანტად/ინჟინერ დამპროექტებლად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Autocad, Archicad, Ms Excel);
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** ფიზიკა-მათემატიკის საფუძვლების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ტექნიკური ნაწილის მომზადება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად;
** საპროექტო ანგარიშების ჩატარება და ნახაზის მომზადება;
** პროექტის შესაბამისი მასალის სპეციფიკაციის მომზადება;
** განმარტებითი ბარათის მომზადება;
** პროექტის მსვლელობისას პროექტის მენეჯერის დახმარება და პროექტთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროექტისთვის საჭირო მასალების და დანადგარების შერჩევა მომწოდებლებთან;
** მოწოდებული სასაწყობე ნაშთების მიხედვით პროექტებში მათი მაქსიმალურად გამოყენება;
** ობიექტზე ყოველკვირეული ვიზიტის განხორციელება სამუშაოების პროექტთან შესაბამისობაში შესრულების გადამოწმების მიზნით (პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით);

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
** ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა,
** პუნქტუალურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, უსაფრთხო და მეგობრულ გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და დამატებით ბენეფიტებს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** გახდი ჩვენი გუნდის წევრი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@terma.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება HVAC ინჟინერ-დამპროექტებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |